შოთა 17 წლის იყო რომ დაიჭირეს - განსაკუთრებული სისასტიკით აწამებენ 7 წელია (ვიდეო მასალა)
20:01 03.08.2013

შემზარავი ისტორია - რას ყვებიან პატიმრები კამერის წინ 17 წლის შოთა შანიძის შესახებ და მისივე მეგობრის ჩვენება თუ როგორ დაიჭირეს შოთა შანიძე და ვინ იყო სინამდვილეში დამნაშავე?...

 

უკანონო პატიმარი შოთა არჩილის ძე შანიძე ,24 წლის. 
პასუხისგებაში მიცემულია 17 წლის, არასრულწლოვანების ასაკიდან. მის მიმართ რეპრესიები სასჯელაღსრულებითი და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ამჟამადაც ხორციელდება. მისი შემაძრწუნებელი წამების ისტორია 7 წელი გრძელდება. შოთა შანიძეს სააკაშვილის რეჟიმმა წაართვა ბავშვობა, სიცოცხლის ყველაზე ლამაზი წლები ცილისწამების, ფიზიკური, მორალურ ფსიქოლოგიური განადგურებისა და ტანჯვა-გვემის ატმოსფეროში გაატარებია.ის პრაქტიკულად ინვალიდია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულებულია .ციხის გაუსაძლის პირობებში ის დაავადდა განუკურნებელი დაავადებებით. მისი ფიზიკურ-მორალური განადგურება დღესაც გრძელდება. ის დააავადეს ციხისათვის დამახასიათებელი ტოქსიკომანიით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. არსებობს საფუძვლიანი შიში ციხის პირობებში მისი სიცოცხლის ლეტალური დასრულებისა.

ოთა შანიძის დედა ნატო შანიძე: ნანა ჭაჭუასა და მანანა რუსიეშვილის დანაშაული იმდენად მძიმეა... როცა წარმოვიდგენ ჩემი ნაცემ-ნაწამები, ციხის კარცერში ჩაგდებული შვილის მდგომარეობას, როდესაც მან სიმწრისგან საკუთარი ხელიდან ხორცი ამოიჭამა!..
ხელების სურათი:

17 წლის ბიჭის სულიერად- ცილისწამებიდან, ხორციელი, მორალური ფსიქოლოგიური ტანჯვა-გვემითა და სასამართლო რეპრესიებით პატიმრობის 7 წლის მანძილზე შოთა შანიძე მრავალჯერ მიყვანილია თვითმკვლელობის მცდელობამდე! სასამართლო დარბაზში შეუძლოდ მყოფმა შოთა შანიძემ მუცელი გაიფატრა ,მერე კი ყელი გამოიჭრა. მოსამართლის მიერ თვითმკვლელობამდე მისი მიყვანის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა
არსებულ უსამართლო ვითარებაში, აღნიშნული საქმე დახურულ იქნა.

შოთა შანიძის მიმართ ჩადენილია არა ერთი დანაშაული, კერძოდ: ოფიციალურად ძებნის გამოცხადების გარეშე, დევნა-თვალთვალი; გაცემული ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანების სისრულეში მოსაყვანად თავდასხმა არასრულწლოვანზე შოთა შანიძის მკვლელობის მცდელობა ე.წ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი უმოწყალოდ ცემა სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენება რის შემდეგ მან მიიღო ტვინის ორგანული დაზიანება. მუქარები მისი და მისი ოჯახის მისამართით, ცილისწამებათა უსასრულო ჯაჭვი მისი თითქოსდა სასტიკი კრიმინალური ლეგენდის შესაქმნელად, რომელიც ამჟამად გრძელდება მისი პირადი საქმის წარმოებისას; ცენტრიდან დაგეგმილი სპეცოპერაციით უკანონო ბრალდებებით მისი დაკავება და გასამართლება; ექიმების ზეწოლისა და არაფორმალური ბრძანებების საფუძველზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაყალბება,რათა მასზე არ განხორციელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები; ობიექტურობის ნიშნით მის მიმართ მომქმედი ექიმ-ფსიქიატრებისადმი ზეწოლის, მუქარის, მათთვის პრობლემების შექმნის არა ერთი მცდელობა, საქმიდან მათი ჩამოშორების მიზნით, დიაგნოზების ამსახველი დოკუმენტაციის გაყალბება; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მისი გაქცევის მოწყობა.ამასთან, მასთან მიმართებაში დარღვეულ იქნა ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია; არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა ხონის ციხიდან მისი გაქცევის მცდელობაზე, სადაც ის არასდროს არ მჯდარა; სიონის ტრაგედიის არასწორად წარმოჩინება და ცილისწამების სცენარით მისი გასამართლება; ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მიერ მისი სისტემატური, განსაკუთრებული სისასტიკით ცემა-წამება და მისი მართვადობისა და ფიზიკური განადგურების მიზნით სხვადასხვაგვარი მედიკამენტოზური ტოქსიკური მანიით ხელოვნურად დაავადება. შოთას დედის ნატო შანიძის მიმართ განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკის მორალური წამება, რათა მას არ მოეყვანა სისრულეში სტრასბურგში საქმის გადაგზავნის განზრახვა მას მობილური ტელეფონით ასმენინებდნენ მისი შვილის შოთა შანიძის ცემა-წამებას, ასევე მის მიმართ დაშინების მიზნით შვილისთვის ამანათის ჩაბარებისას განხორციელდა მისი დაპატიმრების ინსცენირება.

 სიმართლე შოთა შანიძის საქმის შესახებ ! (ნაწილი 1)

შოთას მეგობრის ჩვენება

 შოთა შანიძის საქმიე ! (ნაწილი 2) 

პატიმარი ყვება თუ როგორ მდგომარეობაში დახვდა შოთა საკანში შესვლისას

 შოთა შანიძის საქმე ! (ნაწილი 3)

შოთა შანიძის საქმიე ! (ნაწილი 4)

 

მასალის გამოყენების პირობები